LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩინურმა BYD-იმ ელექტროქარების მსოფლიო ბაზარზე Tesla-ს გადაუსწრო

149
Screenshot 2024-01-05 132006

ჩინურმა BYD-იმ ელექტროქარების გაყიდვის მაჩვენებლით Tesla-ს გადაუსწრო. გასული წლის მეოთხე კვარტალში ჩინურმა ავტო გიგანტმა „ელემენტიანი“ მანქანების რეკორდული რაოდენობა გაყიდა, მთლიანობაში – 525 409 ერთეული. „ტესლამ“ სამი თვის ჯამში 484 507 ელექტროქარის მიწოდება შეძლო, რაც ასევე რეკორდულია.
ასე რომ BYD ელექტროქარების მსოფლიო ბაზრის ლიდერია, თუმცა მხოლოდ კვარტული შეჯამებით. წლის მაჩვენებლით „ტესლა“ ჯერ ისევ ლიდერია.

მთელი 2023 წლის განმავლობაში ილონ მასკმა 1,8 მილიონი ელექტრომობილის რეალიზება შეძლო. BYD-ის მაჩვენებელი მხოლოდ 1,57 მილიონია. ჩამორჩენა ჯერ საკმაოდ დიდია, თუმცა ჩინური კონცერნი საოცარი ტემპებით იზრდება, 2022 წელთან შედარებით ზრდა 73%-ს შეადგენს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები