არგენტინელი ფეხბურთელის ემილიანო სალას დაღუპვის მიზეზი თქვეს. გეხსომებათ ის ავიაკატასტროფაში ტრაგიკულად დაიღუპა 2019 წლის იანვარში. 28 წლის ფორვარდი ფრანგული „ნანტიდან“ იმხანად პრემიერლიგის „კარდიფში“ გადავიდა და ახალი გუნდის განკარგულებაში გაფრინდა, მაგრამ მისი თვითმფრინავი 22 იანვრის ღამეს რადარებიდან გაქრა. 3 თებერვალს, ლა მანშის ფსკერზე დამსხვრეული თვითმფრინავი ნახეს და სალას ცხედარიც ამოიცნეს. 59 წლის პილოტის სხეული კი ვერ იპოვეს. ექიმების ბოლო დასკვნის მიხედვით, ფეხბურთელის სიკვდილი დადგა ავარიის დროს თავისა და მკერდის სერიოზული ტრავმის მიღების შედეგად. კატასტროფის დროს კი სალა უგონო მდგომარეობაში იყო გამონაბოლქვი მხუთავი აირით მოწამვლის გამო. ორგანიზმის გაზით გაჟღენთვის დონემ 58%-ს გადააჭარბა. არგენტინელის ტრანსფერი „კარდიფისთვის“ ისტორიაში უძვირესი გახდა – დაახლოებით 20 მლნ ევრო.
სალას შესახებ ამბები შეგიძლიათ აქ გაიხსენოთ:
ემილიანო სალას თვითმფრინავის ნარჩენები საფრანგეთის სანაპიროსთან იპოვეს
ემილიანო სალას თვითმფრინავი იპოვეს
სალას თვითმფრინავში ადამიანის სხეული იპოვეს
სულისშემძვრელი ფოტო: ემილიანო სალას ძაღლი პატრონს ელოდება
სხეული ამოიცნეს: ემილიანო სალა დაღუპულია
თვითმფრინავი უფასოდ, თუ გოლებს გაიტან: ემილიანო სალას ბოლო დღეები
არგენტინა ემილიანო სალას დაემშვიდობა (ვიდეო)