LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დარწმუნებული ვარ, ქართველებთან ერთად უცხოელი მუსიკის მოყვარულებიც გვეწვევიან, რომელთაც მართლაც არაჩვეულებრივ შოუს შევთავაზებთ” – ლეგენდარულ ანსამბლ „ერისიონს” Black Sea Arena  24 აგვისტოს უმასპინძლებს

1056
ალექსანდრე ლორთქიფანიძე

რადიო „ფორტუნას“ და გადაცემის „არტ-FM“-ის სტუმარმა, პროდიუსერმა ალეკო ლორთქიფანიძემ ანსამბლ „ერისიონის“ კონცერტზე ისაუბრა, რომელიც 24 აგვისტოს გაიმართება Black Sea Arena-ზე.

ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის ლეგენდარულ ანსამბლ „ერისიონს” Black Sea Arena  24 აგვისტოს უმასპინძლებს

პირველ რიგში, ჩვენს არაჩვეულებრივ ბიჭებს, ეროვნულ ნაკრებს, ფეხბურთის ფედერაციას და მთელ საქართველოს მინდა მოვულოცო ბრწყინვალე გამარჯვება. თამამად შეიძლება ითქვას, რომ მერვედფინალში დამარცხების მიუხედავად, ჩვენ მაინც უდიდესი წარმატება მოვიპოვეთ. დიდი იმედი მაქვს, რომ ბიჭები გაძლიერდებიან და ჩვენს ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონატზეც ვიხილავთ.

„ერისიონთან“ ხანგრძლივი თანამშრომლობა მაკავშირებს. ალბათ გახსოვთ, რომ სწორედ ჩვენ გვხსენით Black Sea Arena და ჩავატარეთ პირველი კონცერტი. სიამაყით მინდა აღვნიშნო, რომ 3 დღეში გაიყიდა ყველა ბილეთი და 10 ათასი მაყურებელი დაესწრო კონცერტს. ანშლაგით ჩატარდა მეორე კონცერტიც. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო Black Sea Arena-ს დირექციას – პროფესიონალთა უზარმაზარ გუნდს, რომელმაც სწორედ „ერისიონის“ სასარგებლოდ გააკეთა არჩევანი Starring Georgia-ს ფარგლებში.

კონცერტი 24 აგვისტოს გაიმართება, ბილეთების გაყიდვა კი, 5 ივლისს დაიწყება. დარწმუნებული ვარ, ქართველებთან ერთად უცხოელი მუსიკის მოყვარულებიც გვეწვევიან, რომელთაც მართლაც არაჩვეულებრივ შოუს შევთავაზებთ  Black Sea Arena-ს კუთვნილი  აპარატურის გამოყენებით. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ტექნიკურად ასე ბრწყინვალედ აღჭურვილი საკონცერტო დარბაზი დიდი ფუფუნებაა და ბევრ წამყვან ქვეყანას არ აქვს. მიხარია, რომ Black Sea Arena მუდმივად იხვეწება, ახალ აპარატურას იძენს და ჩვენც მუდმივად ახალ შესაძლებლობებს გვთავაზობს.

„ერისიონის“ მესამე კონცერტი მართლაც შთამბეჭდავი იქნება, რადგან 100 ადამიანი მიიღებს მონაწილეობას. რა თქმა უნდა, ქართულ ფოლკლორს სიყვარული და დაფასება არ აკლია, მაგრამ  სწორედ „ერისიონი“ აირჩია Black Sea Arena-ს დირექციამ ახალგაზრდებისთვის ნამდვილ ქართული სულის, ჩვენი კულტურისა და მრავალსაუკუნოვან ისტორიის გასაცნობად. „ერისიონი“, რომელიც 2 ათეული წლის შემდეგ 150 წლის იუბილეს აღნიშნავს, მართლაც უნიკალური კოლექტივია, რადგან საუკეთესო ფოლკლორული ტრადიციები გააერთიანა საკუთარ თავში.

„ერისიონი“ ყოველთვის მზადაა გამართოს კონცერტი მაღალ პროფესიონალურ დონეზე, გრანდიოზულ პერფორმანსს შევთავაზებთ პუბლიკას Black Sea Arena-ზეც, რომელიც ჩემს მიერ შექმნილ დეკორაციებში გაიმართება. სიამაყით მინდა აღვნიშნო, რომ „ერისიონი“, მისი სამხატვრო ხელმძღვანელი შერმადინ ჭკუასელი და  ქორეოგრაფი ეკა ჭკუასელი მუდმივად ახლის ძიებაში არიან. მართალია, შევაბერდი ამ ანსამბლს, მაგრამ მისი გამოსვლა მაინც ყოველთვის ახალი და მოულოდნელია.  

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g