LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დათო აუცილებლად კარგად იქნება! სხვანაირად არ შეიძლება რომ იყოს – სანამ კლავიატურაზე კაკუნს დაიწყებთ დაფიქრდით, რომ ყველა თქვენს სალანძღავ ადამიანს აქვს გული“ – გია გაჩეჩილაძის შვილი

364
Untitled design

„ჩემზე და ჩემ ოჯახზე კარგად არავინ იცის რა რთული და მტკივნეულია ამდენი ცილისწამება და შეურაცხყოფა“, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში გია გაჩეჩილაძის შვილი ირინა გაჩეჩილაძე წერს.

ირინა გაჩეჩილაძე „ბოტებს მოუწოდებს, სანამ კლავიატურაზე კაკუნს დაიწყებენ დაფიქრდნენ, რომ ყველა მათ სალანძღავ ადამიანს და მათ უკან მდგომ ადამიანებსაც აქვთ გული!“

„კვლევები უტარდება და დიაგნოზი 2 საათში გვეცოდინება“ – როგორია დათო ტურაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა

„ყველაზე საშინელება ის არის რომ მარტო ფულზე არ მუშაობენ ბოტები და მთელი თუ არა ნახევარი თბილისის პროფესია გახდა ბოტობა.

ადამიანები იკვებებიან დაცინვით, ლანძღვით და ცილისწამებით.

სანამ კლავიატურაზე კაკუნს დაიწყებთ დაფიქრდით, რომ ყველა თქვენს სალანძღავ ადამიანს აქვს გული და მათ უკან მდგომ ადამიანებსაც აქვთ გული!

მერე ორმაგ სტანდარტებს ნუ მახვევთ თავზე! და სამართლიანობის ზენიტში ნუ გგონიათ თავი!

საბოლოოდ ჯერ კიდევ ყველა ადამიანები ვართ, თუ ამას რაც ხდება ადამიანობასთან რამე კავშირი აქვს.

დათო რომ აუცილებლად კარგად იქნება ზუსტად ვიცი! სხვანაირად არ შეიძლება რომ იყოს“, – წერს ირინა გაჩეჩილაძე.

სოფო ჭყონია: ვინც ამ სიბინძურეს ემსახურებით, იმ რუსულ გემზე ადგილი რომ არ იქნება, სად აპირებთ ცხოვრებას?

წილოსანი: „გამოვიდა ვინმე წინა დღეებში ჩვენგან და მოყვა, როგორ მოხვდა საავადმყოფოში ჩვენი კოლეგების რამდენიმე ოჯახის წევრი? მათ შორის მცირეწლოვანი შვილი, რომელმაც წინა დღით ტიკტოკზე ნაცების მიერ დამზადებული ამაზრზენი ვიდეო ნახა მამამისზე?“ 

ხუხაშვილი: „ტურაშვილის ისტორიის შემდეგ „სატროლეთი“ ძალიან რბილი სახელია – „ტერარიუმი“ და მისი ბინადრები ზედგამოჭრილია“

„დათო ტურაშვილი არის ოქრო ადამიანი – ისტორიას დარჩება მისი სახელი, მტრები კი არავის ემახსოვრება“ – ლადო აფხაზავა 

„გულს ვერ გაუფრთხილდება, რადგან თქვენ არ უფრთხილდებდით ამ ქვეყანას – გაფრთხილების მოწოდება და იმავდროულად ბოტების დაგეშვა კაცის მიმართ, რომელსაც აუგს ბოტზეც კი ვერ დააცდენინებ, ერთი ღილაკით არ გამოდის… ან ხარ სიმართლის მხარეს, ან არ ხარ“ – ლაშა ბუღაძე 

ნათია ფანჯიკიძე: ჩემს ორ უძვირფასეს მეგობარს განსაკუთრებით ერჩის სახელმწიფო მანქანა – მწერლებზე შეტევა ახალი მოვლენა არაა, ქვეყნის ისტორია სავსეა დახოცილი ან სუიციდამდე მიყვანილი მწერლებით… მრავალი წელია „კაგებე“ ცდილობს მოსპოს ასეთი ხალხი, რომ ვეღარავინ გამოარჩიოს სადაა სიყვარული და სად სიბნელე

„ჩემი მხარდაჭერა დათო ტურაშვილს, დათო გორგილაძეს, გიორგი კეკელიძეს! ეს ის ხალხია, ვინც სინათლეს აფრქვევს და ავრცელებს – მაინც ვერაფერს დააკლებთ!“: ბუკა პეტრიაშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g