LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“დავკარგე მეგობარი, შეიძლება ითქვას ძმა, გასულ ღამეს მისგან მესიჯი მივიღე, დღეს ის აღარ არის, მიყვარხარ სამუდამოდ” – ლუბა უსპენსკაია ლევან კბილაშვილს ემოციურად ემშვიდობება

9776
lubalevani

რუსი მომღერალი ლუბა უსპენსკაია ლევან კბილაშვილს ემოციური სიტყვებით ემშვიდობება და მასთან გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს.

“დღეს დავკარგე მეგობარი, შეიძლება ითქვას ძმა, ახალგაზრდა, ნიჭიერი, პერსპექტიული არტისტი – ლევან კბილაშვილი… არ მჯერა, რომ ეს მოხდა და ამ სიტყვებს ახლა ვწერ და ცრემლებს ტელეფონის ეკრანს ვაფრქვევ…

ბოლოს და ბოლოს, გასულ ღამეს მისგან მესიჯი და ვიდეო მისი კონცერტიდან მივიღე, მაგრამ დღეს ის აღარ არის… ვერც ერთი სიტყვით ვერ აღვწერ ჩემს მწუხარებას… სიცარიელეს…

არ მჯერა, არ მჯერა, არ მჯერა… მშვიდად განისვენე ჩემო ანგელოზო, მიყვარხარ სამუდამოდ…” – წერს ლუბა უსპენსკაია.

“დღეს კიდევ ერთხელ გამეყინა სხეული… როცა წამოიზარდა მთხოვა ეს სიმღერა თავიდან ჩაგვეწერა, თუმცა მე ვეღარ შევძელი…” – ნატო გელაშვილი ლევან კბილაშვილს ემშვიდობება და მასთან ჩაწერილ დუეტს იხსენებს

“მაგარი ბიჭი წავიდა დღეს! ძალიან ადრეა, ძალიან! ეს სიმღერა და ნამღერი უყვარდა ძალიან, ამ ნამღერით და სიმღერით გემშვიდობები” – ლაშა ღლონტი ლევან კბილაშვილზე

“ოფისის სამზარეულოში გადაღებული ძალიან ძველი ვიდეო, ამ ოჯახს განსაკუთრებული წევრი გამოაკლდა…” – მამუკა მდინარაძე ლევან კბილაშვილთან ერთად შესრულებულ სიმღერას აქვეყნებ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g