დემი მური იმ მსახიობთა რიცხვს მიეკუთვნება, ვისზეც თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ დღითი დღე ახალგაზრდავდება. მსახიობი ამჯერად სტივენ კოლბერტის შოუს ჩაწერაზე გამოჩნდა. 61 წლის ვარსკვლავი ბრწყინავდა შავი ფერის ნახევრად გამჭვირვალე პიჯაკსა და მაღალქუსლიან ფეხსაცმელში, გაშლილი თმითა და მინიმალისტური მაკიაჟით, დემი შეუდარებელი იყო.
ბოლო დროს დემი მური სულ უფრო მეტად ჩნდება პრემიერებსა და მოდურ ჩვენებებზე. რამდენიმე წლის წინ მან პლასტიკური ქირურგიის მეშვეობით ბუნებრივი სილამაზე შეინარჩუნა და გასაოცარ ეფექტს ამ დრომდე ინარჩუნებს.
ბრწყინვალე გარდასახვა როლისთვის და გრაციოზული „ლუქი“ – 61 წლის დემი მურის უახლესი ფოტოები
„ყველაზე მოდური და ახალგაზრდა ბებია“ – 61 წლის დემი მურის ყოველდღიური სტილი
ვიდეო: 61 წლის დემი მურის ნახევრად კდემამოსილი და ნახევრად პიკანტური „ლუქი“