LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღეს, როცა ჩვენი საზოგადოება შეპყრობილია პოლარიზაციის სენით, საქართველო, როგორც არასდროს, საჭიროებს თქვენს მამობრივ მზრუნველობას და ლოცვას: პრეზიდენტი ილია მეორეს

73
1

საქართველოს პრეზიდენტი კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს დაბადების დღეს ულოცავს.

სალომე ზურაბიშვილი მისალოც ტექსტს სოციალურ ქსელში აქვეყნებს და წერს, რომ მსოფლიოში მიმოფანტული ქართველობა პატრიარქის ლოცვით ინარჩუნებს რწმენას, სამშობლოს სიყვარულს და მორალის პრინციპებს.

როგორც პრეზიდენტი აღნიშნავს, მაშინ, როდესაც ქართული საზოგადოება პოლარიზაციის სენით არის შეპყრობილი, საქართველო, როგორც არასდროს, პატრიარქის მზრუნველობას და ლოცვას საჭიროებს:

“გილოცავთ დაბადების დღეს ქართული საზოგადოების სახელით. მთელს მსოფლიოში მიმოფანტული ქართველობა თქვენი ლოცვით ინარჩუნებს რწმენას, სამშობლოს სიყვარულსა და მორალის პრინციპებს.

დღეს, როცა პანდემია მძვინვარებს და ჩვენი საზოგადოება შეპყრობილია პოლარიზაციის სენით, საქართველო, როგორც არასდროს, საჭიროებს თქვენს მამობრივ მზრუნველობასა და ლოცვას.

მრავალფეროვანი ქართული საზოგადოების სახელით გისურვებთ ჯანმრთელობასა და მხნეობას”, – აცხადებს პრეზიდენტი.

შეგახსენებთ, კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე დღეს 89 წლის გახდა

„ღვთისა და სამშობლოს სიყვარულით აღსავსე მისი მოღვაწეობა, თანადგომისა და ზნეობის მაგალითები სანიმუშოა ყველასათვის“ – პრემიერი პატრიარქს იუბილეს ულოცავს

„პატრიარქი არის საქართველოში სიმშვიდის, სიკეთისა და უფლის რწმენის უმთავრესი გარანტი“ – კობახიძე ილია მეორეს იუბილეს ულოცავს

შალვა პაპუაშვილი: ვუსურვებ ჩვენს პატრიარქს მხნეობას და დღეგრძელობას! დიდხანს გვაძლიერებდეს მისი სითბო და ლოცვა ჩვენ და ჩვენს სამშობლოს!

რა უნდა ამ სატანას პატრიარქთან?… წამიკითხა ლექცია, რომ მარტო კრიტიკა კი არაა მთავარი, საქმეც უნდა აკეთო თურმე – შალვა ნათელაშვილი

 

პოპულარულები