LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დიდი ხანი ვიცხოვრე ამერიკაში და ეს არის ის ქვეყანა, სადაც ნიჭს და შრომას აფასებენ.. მეცინება ჩააწყოო რომ მესმის“- რას წერს თამრი ბზიავა ნუცა ბუზალაძეზე

3247
fot

ქართველი მომღერალი ნუცა ბუზალაძე ამერიკული მეგაპროექტის, American Idol -ის ტოპ 12 საუკეთესო მონაწილიდან ერთ-ერთი გამორჩეული კონკურსანტი იყო. პროექტის ფინალში კი ის ავსტრალიელ მომღერალ კაილი მინოუგთან ერთად წარდგა.

ნუცას წარმატებულ გამოსვლებზე საზოგადოების მხრიდან დადებით შეფასებებთან ერთად კრიტიკული მოსაზრებებიც დაიწერა, რომელსაც მსახიობი თამრი ბზიავა სოციალურ ქსელში პასუხობს.

„რაღაცა ნაწილი ქართველების ბოღმა, შური და განუსაზღვრელი ბოროტების ფანტაზია მაოცებს. ნუცამ თურმე ჩააწყო, უნიჭოა, ვერ მღერის და ასე შემდეგ. იმის მაგივრად, რომ, რაც არ უნდა ექნა მარტივად გაგვიხარდეს ამ გოგოს წარმატება, არა, მაინც უნდა უკბინოს რაღაცა ნაწილმა. საერთოდ არ ვიცნომ ამ ადამიანს, მაგრამ გულით მეამაყება რასაც მიაღწია. ის, რომ ქართველია და ძალიან ნიჭიერია დანარჩენი სულ ფეხზე მკიდია, ფაქტი სახეზეა. ჰო, და კიდევ, დიდი ხანი ვიცხოვრე ამერიკაში, ნამდვილად არის ის ქვეყანა, სადაც ნიჭს და შრომას აფასებენ და ჩაწყობა არ სჭირდება ამ ყველაფერს… მეცინება ჩააწყოო რომ მესმის.

ბრავო ეგ თუ ჩააწყო აჰ ჰაჰაჰაჰაჰა.. გინესშია შესაყვანი პირველად ამერიკის ისტორიაში ჩაწყობისთვის“,- წერს თამრი ბზიავა.

ნუცა ბუზალაძე ჰოლივუდს იპყრობს: ლაიონელ რიჩისთან და კაილი მინოუგთან ამღერებული ქართველი მომღერალი – კადრები American Idol-ის ფინალური შოუდან

შეგახსენებთ, ქართველი მომღერალი ნუცა ბუზალაძე, რომელიც ამერიკული მეგაპროექტის American Idol-ის ტოპ 12 საუკეთესო მონაწილიდან ერთ-ერთი გამორჩეული კონკურსანტი იყო, პროექტის ფინალში ავსტრალიელ მომღერალ კაილი მინოუგთან ერთად წარდგა და სიმღერა Can’t Get You Out Of My Head შეასრულა, რომელმაც დიდი მოწონება დაიმსახურა.

ვიდეო: ნუცა ბუზალაძემ American idol-ის ფინალზე მსოფლიო ვარსკვლავთან კაილი მინოუგთან ერთად იმღერა: ნახეთ ნუცას და კაილის ბრწყინვალე დუეტი

ფოტო, ვიდეო: „დიდი მადლობა დედოფალო, მიყვარხარ, ეს საუკეთესო დღეა ჩემს ცხოვრებაში“ – ლეგენდარული კაილი მინოუგის ექსკლუზიური საჩუქარი ნუცა ბუზალაძეს: ნახეთ რა აჩუქა კაილიმ ქართველ მომღერალს

ნუცა ბუზალაძე ჰოლივუდს იპყრობს: ლაიონელ რიჩისთან და კაილი მინოუგთან ამღერებული ქართველი მომღერალი – კადრები American Idol-ის ფინალური შოუდან

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g