ჯეი ლოსა და ბენ აფლეკის განშორების შესახებ ინფორმაცია გასულ თვეს გავრცელდა და რაც უფრო გადის დრო, სულ უფრო და უფრო მეტი ფაქტი ამტკიცებს აღნიშნულ ინფორმაციას.
ბოლო პერიოდში, ბენ აფლეკისა და ჯენიფერ გარნერის შეხვედრები აშკარად გახშირდა. ახლახან გავრცელებულმა ფოტოებმა კი მედია სრულად მოიცვა. ამჯერად ბენი ექს-მეუღლესთან ლოს-ანჯელესის ქუჩებში სეირნობდა, შემდეგ კი მათ ბენის დედა შეხვდათ, ისინი დიდხანს იდგნენ და თბილად საუბრობდნენ, ბოლოს კი აფლეკის დედა ექს-რძალს მხურვალედ გადახევია.
„დიდი შერიგება?“, „ამ დროს ჯეი ლო სად არის“, „ექს-ქმართან შერიგებამდე ჯერ ექს- დედამთილთან უნდა დატკბე“, „ბენის დედას მუდამ უყვარდა ჯენიფერ გარნერი“, „ბენი თავადაც შოკშია“, – არ წყდება კომენტარები.
„დიახ, მათ ეს უკვე გააკეთეს“ – უახლესი დეტალები „ბენიფერის“ შესახებ