აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ „ჰამასი“ „მზადაა ხანგრძლივი მშვიდობისთვის“.
ტრამპმა განცხადება თავის სოციალურ მედია პლატფორმაზე, Truth Social-ზე გამოაქვეყნა.
„ჰამასის მიერ ახლახან გამოქვეყნებული განცხადების საფუძველზე, მე მჯერა, რომ ისინი მზად არიან ხანგრძლივი მშვიდობისთვის. ისრაელმა დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს ღაზას დაბომბვა, რათა ჩვენ შევძლოთ მძევლების უსაფრთხოდ და სწრაფად გაყვანა!” , – წერს ტრამპი.
მისივე თქმით, „ამჟამად ამის გაკეთება ძალიან საშიშია”.
„ჩვენ უკვე ვმსჯელობთ დეტალებზე, რომლებიც უნდა დამუშავდეს. საქმე მხოლოდ ღაზას არ ეხება, საქმე ეხება ახლო აღმოსავლეთში დიდი ხნის ნანატრ მშვიდობას.“, – წერს ტრამპი.