LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ძალიან გამიჭირდა, როდესაც 7 წლის უნახავი შვილი, ჩემთან პირველად ჩამოვიყვანე ამერიკაში.. შვილი ვერ ვიცანი, ხალხნო.. ქვეყნის ეკონომიკის ხერხემალი ჩვენი გამოგზავნილი თანხაა, ბოლოს მაინც ემიგრანტებს გვლანძღავს ყველა“ – ემიგრანტი ცისნამი საყვარლიშვილი 

459
კლიჩკო კიევიდან ევაკუაციაზე (2)

ნიუ-იორკში მცხოვრებმა ქართველი ემიგრანტმა, ცისნამი საყვარლიშვილმა საქართველოში განვლილ ცხოვრებაზე და ემიგრანტობის გზაზე პირველ ნაბიჯებზე „მთავარი არხთან“ ისაუბრა.

„პირველი ნაბიჯი გაჭირვებამ მაიძულა, რადგან აქ აღარ ვიყავი კარგად. შვილის გაზრდა ერთ წლამდე მეგობრების დახმარებით შევძელი. ყველაფერი ვქენი, რომ იქნებ დავრჩენილიყავი, რადგან ყოველთვის მეგონა, რომ საქართველოს გარეშე ვერ გავძლებდი..

იტალიაში წავედი, რადგან ევროპა მაინც ყველაზე ადვილია, მაგრამ იქ არავინ მყავდა, არც ენა ვიცოდი, მივდიოდი, რადგან ვიცოდი, რომ ჩემი თავი და ოჯახი უნდა გადამერჩინა, ვგულისხმობ, ავადმყოფ მამას, რომელიც ჩემი წასვლიდან ორ თვეში გარდაიცვალა..

დედაჩემი ახლა საერთოდ ვეღარ ხედავს, მამა საერთოდ უსინათლო მყავდა, შვილი ფაქტობრივად, ორ უსინათლო ადამიანს დავუტოვე, პურის ფული არ გვქონდა, ამიტომ მოხუც ქალთან დავიწყე მუშაობა, ეს ოჯახი დამეხმარა, რომ სწავლა გამეგრძელებინა და ასე, დავამთავრე იქ მაგისტრატურა, საემიგრაციო სამსახურში დავიწყე მუშაობა, შემდეგ ამბიციაც გამიჩნდა და ამერიკაში გავაგრძელე სწავლა.. ძალიან გამიჭირდა, როდესაც 7 წლის უნახავი შვილი, ჩემთან, პირველად ჩამოვიყვანე ამერიკაში.. შვილი ვერ ვიცანი, ხალხნო, აბა, მე ახლა დედა ვარ? თვითონ მიცნო და მითხრა, უი, რა მაღალი ყოფილხარო.. ფაქტია, რომ მე ჩემი შვილის წინაშე ძალიან დავაშავე.. ახლა, ირაკლი თვითონ რომ მირეკავს, ჩემთვის დიდი სიხარულია, იშვიათად თუ მეტყვის სიტყვას – „მიყვარხარ“.

“…ბოლოს მაინც ჩვენ გვლანძღავს ყველა” | ემიგრანტი ცისნამი საყვარლიშვილის ისტორია

❤️ “ქვეყნის ეკონომიკის ხერხემალი ჩვენი გამოგზავნილი თანხაა, ბოლოს მაინც ემიგრანტებს გვლანძღავს ყველა” | ემიგრანტი ცისნამი საყვარლიშვილის ისტორია ?

Posted by მთავარი არხი • Mtavari Arkhi on შაბათი, 03 თებერვალი, 2024

არ არსებობს ოჯახი საქართველოში, მისი ერთი წევრი საზღვარგარეთ არ იყოს წასული, ქვეყნის ეკონომიკის ხერხემალი ჩვენი გამოგზავნილი თანხაა და იცით, ბოლოს მაინც ემიგრანტებს გვლანძღავს ყველა.. აქ რაღაც უნდა მოიფიქრონ, ოჯახის სიწმინდე და ერთად ყოფნა თუ უნდათ, იქნებ, მოიფიქრონ რამე ემიგრანტების, განსაკუთრებით, ემიგრანტი ქალების დასაბრუნებლად“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g