ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი „ინსტაგრამზე“ დედასთან დაკავშირებით ემოციურ პოსტს აქვეყნებს.
„ძალიან იშვიათ შემთხვევაში მეცოდება საკუთარი თავი. უიშვიათესი გამონაკლისები არსებობს მთელი ცხოვრების მანძილზე და ბოლო წლებში, ყოველთვის მაშინ, როცა მახსენდება, რომ უდედო ვარ.
როცა სიცხე მაქვს და ვერ ვურეკავ, რა დავლიო დე.
რაც არ უნდა ბანალურად ჟღერდეს, სანამ გყავთ ხელის გულზე დაისვით.
მე ბევრი დავაკელი“, – წერს ნანუკა სოციალურ ქსელში.
