LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ელენე რატიანი: „ნინო რამიშვილმა ანსამბლში დაუფიქრებლად ამიყვანა, მაგრამ გავთხოვდი და მივატოვე…“

116
page

„სასწაულია თავისი წითელი კაბით“ – ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში ამ წარწერით გავრცელებულმა ვიდეომ დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. ვიდეოში წითელკაბიანი, საოცარი გარეგნობის ქალი ფეხშიშველი ლამაზად ცეკვავს და თან ითხოვს, ფეხსაცმელი მიაწოდონ, რომელიც ცეკვისას დაკარგა…

ეს წითელკაბიანი ქალი ელენე რატიანი გახლავთ, ქორეოგრაფი და მოცეკვავე. ხაშურში ცხოვრობს და იქ საკუთარი ქორეოგრაფიული ანსამბლი აქვს, სახელწოდებით „ფრესკა“. ტრადიციულად, ანსამბლის ყველა კონცერტის დასასრულს თავადაც ასრულებს საცეკვაო ნომერს, რომელიც ყველას  აღაფრთოვანებს. ელენე თავის ცხოვრებაზე, რომელიც ბევრი საინტერესო ეპიზოდით არის სავსე, „სარკეს“ (5 ნოემბრის ნომერი)  უყვება:

– ნინო რამიშვილთან რომ მივედი, თენგიზ სუხიშვილს გააცნო ჩემი თავი და უთხრა, შეხედე, როგორი გოგო მოვიყვანეო, წელზე მომკიდა ხელი. ასხეპილი, ლამაზი გოგო ვიყავი. მითხრა, ნამდვილი ქართული სახე გაქვსო. იმ დღესვე დედაჩემის ტოლა მოცეკვავეებში შემიშვა, პირდაპირ ანსამბლში…

ნინო რამიშვილის მწვანე თვალები მახსოვს, რომ შემომანათა. მისი სიმკაცრეც მახსოვს, თუმცა ჩემთან ძალიან რბილი იყო. სამწუხაროდ, ვერ გავამართლე მისი იმედები… გაუაზრებლად წამოვედი ამ საოცარი ანსამბლიდან. ეს დამემართა. გავთხოვდი და აღარ დავბრუნდი „სუხიშვილებში“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g