LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ექსკლუზიური ფოტო: 9-წლიანი ლოდინის შემდეგ ზურა მანჯავიძე გოგონას ბაბუა გახდა: „სიყვარულის ნაყოფი“ – ასე ითარგმნება მისი სახელი იაპონურიდან…“

1658
ზურა მანჯავიძე მთავარზე

ზურა მანჯავიძე ახლახან ბაბუა გახდა და წლების ოცნება აისრულა. მის ოჯახში გოგონა დაიბადა, რომელსაც იაპონური სახელი, აიკო დაარქვეს…

ზურა მანჯავიძე დიდ ემოციებშია და fortuna.ge-ს უზიარებს, თუ როგორია ახალბედა ბაბუობის გემო.

ზურა მანჯავიძე:

9 წელია, რაც ჩემმა გიორგიმ ქეთა მოიყვანა ცოლად. მას მერე ველოდებოდით შვილიშვილს. დადგა ეს სანეტარო დრო და გამაბაბუეს. მგონი, აქამდე მერიდებოდნენ…

პირველი ემოცია რა იყო, როცა გაიგე, რომ შვილს ელოდებოდნენ?

ისეთ დროს გაგვიმხილეს, მარტო ოჯახი ვიყავით. ახალ სახლში გადავედით და აღვნიშნავდით ამ ამბავს და ასე უცებ გამოგვიცხადეს, სრულიად მოულოდნელად, სურათით. სრული შოკი იყო. სახლი არავის აღარ ახსოვდა. ყველაფერმა გადაიწია უკან. მერე ველოდებოდით 9 თვე…

როცა დაიბადა, ალბათ, ეს ემოციები გააათმაგა…

სიხარულის მეტი უკეთესი სიტყვა არ მეგულება, აღმაფრენა… ენით აღუწერელი განცდაა. საერთოდ განსხვავებულია. ბაბუობისთვის ფსიქოლოგიურადაც მზად ვიყავი და ფსიქიატრიულადაც, მაგრამ მაინც განსაკუთრებული ემოციებია. სრულყოფილ ადამიანად ვიგრძენი თავი…

ბოლომდე აცნობიერებ?

ნელ-ნელა მოდის. გაცნობიერების მომენტი სულ იქნება. რამხელა ბედნიერებაა შენი სისხლის და ხორცის დაბადება, ამის გაცნობიერება, ალბათ, მთელი ცხოვრების განმავლობაში მოხდება. ბავშვობაში გადავვარდით, ბავშვობიდან ვიწყებ ცხოვრებას. ბაღში ან სკოლაში მერხზე არა მგონია, მთლად კარგი შესახედავი ვიყო, მაგრამ ყოველმხრივ ჩართული ვიქნები ჩემი შვილიშვილის ცხოვრებაში (იცინის).

რაზე გეფიქრება ყველაზე მეტად?

მეფიქრება, რომ დავდივარ სასეირნოდ, დამყავს პარკებში, ბაღებში, ატრაქციონებზე..

ასწავლი სიმღერას…

მუსიკა, ცეკვა, რასაც მოინდომებს ყველგან ვატარებ. ვისწავლი ფოკუზებს და ამასაც გავუკეთებ ხოლმე (იღიმის).

აიკო – იაპონური სახელია… რატომ შეარჩიეს მშობლებმა?

ჩემმა შვილებმა შეარჩიეს, აქ შვილსაც და რძალსაც ვგულისხმობ. განსხვავებული სახელი უნდოდათ, აიკო კი ნიშნავს „სიყვარულის ნაყოფს“. აიკო მანჯავიძე პირველი და ერთადერთია. იაპონიაში ალბათ არიან, რადგან მანჯავიძეების ერთი დასახლება არის ნარაიამას მთიან მხარეს (იცინის), ვხუმრობ, რა თქმა უნდა…

ისედაც პოზიტიური ადამიანი ხარ, მაგრამ მგონია, კიდევ უფრო კარგ ხასიათზე იქნები…

სხვათა შორის, ყველა მაგას მეუბნება, რომ უფრო ღიმილიანი გავხდი…

მეუღლის ემოციებიც გვითხარი…

ერთნაირ ემოციებში ვართ, უბრალოდ, ის უფრო ჩართულია ყოველდღიური მოვლის ამბებში. მაგრამ ისეთი ყოჩაღები არიან მშობლები, ცოტა ნაკლებად სჭირდებათ დახმარება. აიკოს გვერდიდან არ შორდება ჩემი გოგო, ანი. მეც ერთი სული მაქვს, სახლში როდის მივალ გადაღებიდან. სულ ნერვები მეშლება, როცა სახლიდან მივდივარ. როცა სახლში ამხელა სიხარული გელოდება, ძნელია, მასთან განშორება…

თუ გინდა, რომ შენს გზას გაჰყვეს?

რატომაც არა? ნეტავ, ჰქონდეს ეს ინტერესი და მისწრაფება. ნებისმიერი რამის ინტერესი ჰქონდეს, ყველაფერში დავეხმარები…

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g