LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ერთი პატარა ნაბიჯი ხელოვანისთვის – ბრიტანელი მხატვრის ნამუშევარი მთვარეზე გაიგზავნება

44
Capture43254

ბრიტანელმა ხელოვანმა შექმნა მსოფლიოში პირველი ნახატი, რომელსაც მთვარეზე გაგზავნიან. საშა ჯეფრის უნიკალური შემოქმედება დედამიწას 2022 წლის ბოლოს, Nasa-ს ეკიპაჟთან ერთად დატოვებს.

ნახატი ალუმინისა და ოქროსგან შექმნილ სპეციალურ დაფაზეა შესრულებული. ასეთი შემადგენლობის დამსახურებით, ნამუშევარი მთვარეზე ტემპერატურის ძლიერ ცვლილებას გაუძლებს. რაც შეეხება ნახატის თემატიკას – ყველაფერი სიყვარულს უკავშირდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები