LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ერთი შეხედვით, ეს მხოლოდ 5 საკვები პროდუქტია, მაგრამ იცით თუ არა…“- ნატა გაგუა 5 საკვები პროდუქტის შესახებ, რომელიც ბუნებრივად ამცირებს „სტრესის ჰორმონად“ წოდებულ კორტიზოლს

311
ნატა გაგუა

ნუტრიციოლოგი, ნატა გაგუა სოციალურ ქსელში იმ 5 საკვები პროდუქტის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას, რომელიც მისი თქმით, ბუნებრივად ამცირებს „სტრესის ჰორმონად“ წოდებულ კორტიზოლს.

ცნობილი ექიმი ამბობს, რომ კვება მნიშვნელოვანია, მაგრამ არა ერთადერთი კომპონენტი სტრესის მართვის პროცესში:

„რა შეცდომას ვუშვებთ ყველაზე ხშირად ღამით შიმშილის დროს და როგორ გავარჩიოთ ემოციური და ფიზიკური შიმშილი ერთმანეთისგან“ – ნუტრიციოლოგის რჩევები

ნუტრიციოლოგი ნატა გაგუა სოციალურ ქსელში გვიზიარებს ინფორმაციას, თუ როგორ გავარჩიოთ ემოციური და ფიზიკური შიმშილი ერთმანეთისგან.

„5 საკვები, რომლებიც ბუნებრივად ამცირებს კორტიზოლს. ჩვენი ორგანიზმი დახვეწილი სისტემაა, რომელშიც კორტიზოლი – ხშირად „სტრესის ჰორმონად“ წოდებული – უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს. ის თირკმელზედა ჯირკვლის ქერქში გამომუშავდება და არეგულირებს მეტაბოლიზმს, იმუნურ ფუნქციას და ორგანიზმის პასუხს სტრესზე (დისტრესზე). როდესაც სტრესში (დისტრესში) ვართ, აქტიურდება ე.წ. ჰიპოთალამურ-ჰიპოფიზურ-ადრენალური ღერძი (HPA Axis), რაც კორტიზოლის სწრაფ გამოთავისუფლებას იწვევს. ეს მექანიზმი ევოლუციურად გადარჩენისთვისაა შექმნილი. მაგრამ რა ხდება, როცა სტრესის (დისტრესის) სიგნალი არასდროს ითიშება?
მუდმივად მაღალი კორტიზოლის დონე იწვევს HPA ღერძის დისრეგულაციას, ეს კი ჯანმრთელობის არაერთ სერიოზულ პრობლემასთან არის დაკავშირებული: მეტაბოლურ სინდრომთან, შფოთვასთან, ნეიროდეგენერაციულ პროცესებთან და იმუნიტეტის დაქვეითებასთან.

„რატომ დუმს თქვენი მეტაბოლიზმი? – გთავაზობთ 7 მარტივად შესასრულებელ რჩევას რათა გავაგრძელოთ წონის კლება“ – ნუტრიციოლოგი ნატა გაგუა რჩევებს გვიზიარებს

ნუტრიციოლოგი ნატა გაგუა სოციალურ ქსელში გვიზიარებს ინფორმაციას, თუ რატომ დუმს ზოგიერთი ადამიანის მეტაბოლიზმი.

ჩვენ გვაქვს ბუნებრივი მოკავშირე ამ ბალანსის აღსადგენად: დიეტა! სწორად შერჩეული საკვები გვეხმარება ჰორმონალური სიმშვიდის დაბრუნებაში.
5 საკვები პროდუქტი კორტიზოლის ბუნებრივი რეგულაციისთვის რომელთაც შეუძლიათ ხელი შეუწყონ კორტიზოლის დონის ბუნებრივ შემცირებას და HPA ღერძის ჯანსაღ ფუნქციონირებას:
1. ცხიმიანი თევზი (ორაგული, სკუმბრია, სარდინი)
2. შავი შოკოლადი (კაკაოს შემცველობა 70%+)
3. მწვანე ფოთლოვანი ბოსტნეული (ისპანახი, მანგოლდი, კალე)
4. ფერმენტირებული საკვები (კეფირი, იოგურტი, კიმჩი)
5. მწვანე ჩაი

5 პრაქტიკული რჩევა, რომელიც დაგეხმარებათ შფოთვით გამოწვეული კვებითი ეპიზოდების მართვაში

სტრესის დროს ჩვენი ორგანიზმი კორტიზოლს გამოიმუშავებს, რაც ზრდის მადას და საკვებს დროებით კომფორტის შეგრძნებას აძლევს.

კვება, მართალია, მნიშვნელოვანი, მაგრამ არა ერთადერთი კომპონენტია სტრესის მართვის პროცესში. ჩამოთვლილი პროდუქტების დაბალანსებულ რაციონში ინტეგრირება (რაც ასევე გულისხმობს რაფინირებული შაქრისა და გადამუშავებული საკვების შეზღუდვას) ორგანიზმს აუცილებელი ბიოქიმიური კომპონენტებით ამარაგებს. საუკეთესო შედეგისთვის, ეს ცვლილებები აუცილებლად უნდა იყოს კომბინირებული სრულფასოვან ძილთან, რეგულარულ ფიზიკურ აქტივობასა და სტრესის მართვის ტექნიკებთან (მაგალითად, მედიტაცია, იოგა ან სუნთქვითი ვარჯიშები).

ჩვენი კვებითი არჩევანი არ არის მხოლოდ კალორიები, არამედ პირდაპირი დიალოგი ჩვენს ჰორმონალურ და ნერვულ სისტემასთან.
ერთი შეხედვით, ეს მხოლოდ ხუთი საკვები პროდუქტია. მაგრამ იცით თუ არა, რომელი მათგანი მოქმედებს ნაწლავის ბაქტერიებზე და ამით ამშვიდებს ტვინს, ან რომელი შეიცავს ბუნებრივ „ტრანკვილიზატორს“?
თუ გაინტერესებთ, რა ბიოქიმიური პროცესები იმალება
ამ 5 პროდუქტის უკან, როგორ მოქმედებენ ისინი უჯრედულ დონეზე და როგორ უწევენ წინააღმდეგობას ქრონიკულ დისტრესს, მოიწერეთ კომენტარებში! მე აუცილებლად გიპასუხებთ“, – წერს ნატა გაგუა სოციალურ ქსელში.

5 საკვები, რომლებიც ბუნებრივად ამცირებს კორტიზოლს. ჩვენი ორგანიზმი დახვეწილი სისტემაა, რომელშიც კორტიზოლი – ხშირად…

Posted by Nata Gagua on ხუთშაბათი, 02 ოქტომბერი, 2025
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

Dio magti 5g