LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ერთსა და იმავე ქალზე დაქორწინებულმა კაცებმა ერთმანეთი გაიცნეს და დამეგობრდნენ

90
PAY-Christopher-Thomas

დიდ ბრიტანეთში მამაკაცებმა გაიგეს, რომ ერთსა და იმავე ქალზე არიან დაქორწინებული. ამ ფაქტმა ისინი ძალიან დააახლოვა და დაამეგობრა კიდეც. უცნაური ამბავი Wales Online-მა გაავრცელა.

კარენი პირველად 1998 წელს დაქორწინდა და 7 წლის შემდეგ ოჯახი დაენგრა. 2006 წელს მან პიტერი გაიცნო, შეუყვარდა და დაქორწინებაც მალევე გადაწყვიტა. თუმცა, დიდხანს არც ამ ურთიერთობამ გასტანა, პიტერმა აღიარა, რომ კარენი მუდმივად რაღაცას მალავდა და ორმაგი ცხოვრებით ცხოვრობდა. მამაკაცის ეჭვები უსაფუძვლო არ აღმოჩნდა, რამეთუ პიტერთან ქორწინებაში ყოფნის დროს, ქალი ვინმე კრისტოფერსაც ხვდებოდა.

როდესაც კარენი და პიტერი დაშორდნენ, ოფიციალურად ხელი არ გაუწერიათ. თუმცა, განქორწინების დაუსრულებელ პროცესს ხელი არ შეუშლია კარენისთვის, რომ კრისტოფერს გაჰყოლოდა ცოლად.

დიდხანს არც მესამე ქორწინება გაგრძელდა, რამეთუ ახალმა ქმარმა ძველის შესახებ გაიგო და ქალი მაშინვე დატოვა. ყოფილ „ცოლს“ მან სასამართლოშიც კი უჩივლა, რადგან ის ერთდროულად ორ კაცზე იყო დაქორწინებული. მოსამართლემ ქალს 4-თვიანი პატიმრობა და ჯარიმის გადახდა დააკისრა.

გამოძიების დასრულების შემდეგ დაზარალებულმა ქმრებმა ერთმანეთი კარგად გაიცნეს, ბევრი ისაუბრეს და მალე საუკეთესო მეგობრებად გადაიქცნენ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები