53 წლის ჯენიფერ ლოპესი Apple Music-ში ზეინ ლოუს საავტორო პოდკასტს ესტუმრა და თავის კარიერასა და ბენ აფლეკთან 20 წლის წინ მტკივნეულ დაშორებაზე ისაუბრა. მან აღიარა, რომ ეს მისთვის ნამდვილი დარტყმა იყო.
ვიდეო: „მივხვდით, რომ ერთმანეთზე ვგიჟდებოდით“- ჯეი ლოს ახალი ინტერვიუ ბენ აფლეკს ეძღვნება
სულ ცოტა ხნის წინ კი პოდკასტიდან ახალი ნაწილი გავრცელდა.
„20 წლის წინ შემიყვარდა ჩემი ცხოვრების მთავარი სიყვარული. ძალიან მტკივნეული იყო მასთან განშორება. 20 წლის წინ ქორწილის გაუქმება ჩემს ცხოვრებაში ყველაზე დიდი გულისტკივილი იყო. ვგრძნობდი, რომ ვკვდებოდი. ახლა კი… ეს არის ყველაზე ბედნიერი დასასრული, რომელიც ჰოლივუდს აქამდე უნახავს. რაც შეეხება ჩემს ალბომს, მე კიდევ ერთხელ მინდა აღვბეჭდო ეს მომენტი, რადგან ის რაც ახლა ხდება, პირველ ჯერზე ბევრად უკეთესია“, – აცხადებს ჯეი ლო.
ცნობისთვის, ჯეი ლო ახალი ალბომის გამოსაშვებად ემზადება, This Is Me… Now მომღერლის პირველი სრულყოფილი ჩანაწერი იქნება ბოლო 9 წლის განმავლობაში.
„ბენიფერს“ ყველაფერი კარგად აქვს – ჯეი ლომ და ბენმა „ბროდვეიზე“ გაიბრწყინეს