LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ეს გიოს ერთ-ერთი მესიჯია, იცის, რომ სული და გული მასთან მაქვს დატოვებული.. ისევ „ვთამაშობთ“ და ვაწყობთ ჩვენი სიყვარულის დიდ ისტორიას“ – ნათია ბანძელაძის ემოციური სტატუსი

420
Untitled design (5)

ჟურნალისტი და „ნიუ ჰოსპიტალსის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი ნათია ბანძელაძე, ვალენტინის დღესთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში ემოციურ სტატუსს ავრცელებს და აქვეყნებს იმ წერილის ფოტოს, რომელიც მას მეუღლემ, ცნობილმა მსახიობმა და ტელეწამყვანმა, გიორგი გოგიჩაიშვილმა მისწერა.

„სიყვარული დიდი ნიჭია… როგორ მოიტან, როგორ ატარებ, როგორ აჩუქებ და როგორ დატოვებ… სიყვარული ფაზლს გავს, წყვეტა არ უყვარს და სულ უნდა აშენო, შეავსო, არ გაწყვიტო… ჩვენ ისევ „ვთამაშობთ“ და ვაწყობთ ჩვენი სიყვარულის დიდ ისტორიას.

ეს გიოს ერთ-ერთი მესიჯია, სამსახურში წასულს მწერს, იცის, რომ სული და გული მასთან მაქვს დატოვებული, შეჭამს ვერ შეჭამს, წამლის დალევა ხომ არ გაუჭირდება. ეს ჩემი ფიქრები, მან ისე იცის, რომ არცერთი ვიმჩნევდით ამას. სიტყვები ხანდახან უფრო ცივი და არაფრის მთქმელია. ყველაფერი დეტალებია… ერთი ჩვეულებრივი მესიჯი, რომელიც ერთმანეთის ამბავს უფრო კარგად ყვება. ეს მესიჯი ასე მოვიდა, მართლა არსაიდან, შენახული თუ იყო ისიც არ ვიცი, მაგრამ მოვიდა… დღეს, სიყვარულის დღეს. სიყვარულის დღეს გილოცავთ“, – წერს ნათია ბანძელაძე სოციალურ ქსელში.

ნათია ბანძელაძე: „სხვანაირი და დიდი სიყვარული იცოდა…და რატომ იცოდა? ახლაც იცის..ყველა ნაბიჯზეა, დღე არ გავა მასზე სიკეთით და სიყვარულით სავსე მადლიერების მოგონება არ გამიზიარონ, სრულიად უცხო ადამიანებმა!“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g