LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ესპანეთში გადაწყვიტეს, რომ ნასვამ ტურისტებს წყლიდან ამოყვანისთვის ფული გამოართვან

57
Capture

პოპულარული საკურორტო ქალაქის სან-სებასტიანის მთავრობა მუშაობს კანონზე, რომელიც მაშველებს უფლებას მისცემს, რომ ტურისტებს გადარჩენისთვის ფული გამოართვან. თუმცა, არის ერთი პირობა, ფულის აღება მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება თუკი დამტკიცდება, რომ დამსვენებელი წყალში ჩასვლისას ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა. ამის შესახებ ინფორმაციას The Guardian ავრცელებს.

გამოცემა აზუსტებს, რომ ადგილობრივ მაშველებს ძალიან ხშირად უწევთ წყლიდან ნასვამი ტურისტების ამოყვანა. ბოლო ასეთი ინციდენტი რამდენიმე კვირის წინ მოხდა. ექსტრემალურ სამსახურს 20 ადამიანის გამოძახება დასჭირდა, რათა ორი მთვრალი კაცი გადაერჩინათ. სამაშველო ოპერაციის ღირებულებამ 5 ათასი ფუნტი სტერლინგი შეადგინა.

მთავრობამაც გადაწყვიტა, გადაუდებელი შემთხვევების ხარჯი საკუთარ თავზე აღარ აიღოს და ფული ტურისტებს გამოართვას. ბუნებრივია, იმ შემთხვევაში თუკი მათი გულგრილობა დამტკიცდება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები