„ფასტ ფუდს“ IQ-ს შემცირება შეუძლია და გარდა ამისა, შესაძლოა ფსიქიკური დაავადებების კატალიზატორიც გახდეს, ფიქრობენ ქიმიის, ტვინისა და კვების ინსტიტუტის მეცნიერები.
სპეციალისტები ამბობენ, რომ ადამიანის ტვინი ბოლო ათწლეულის განმავლობაში შემცირდა და ამაში ერთ-ერთი დამნაშავე კვების რაციონია.
2019 წელს ბრიტანეთის ბრისტოლში მოზარდმა მხედველობა დაკარგა და სმენაც დაუქვეითდა მას შემდეგ, რაც მთელი 10 წელი მხოლოდ მავნე საკვებს იღებდა.
მისი ისტორია ჟურნალმა Annals of Internal Mecidine-მა გასული სექტემბრის თვეში გამოაქვეყნა.
17 წლის ბიჭი, რომლის სახელიც არ ზუსტდება, არასწორი დიეტის მსხვერპლი იყო. 7 წლის ასაკში მან მკაცრი უარი თქვა ხილსა და ბოსტნეულზე, რადგან მათი ტექსტურა არ მოსწონდა.
ბავშვის კვების რაციონი მხოლოდ კარტოფილი ფრით, ჩიფსებით და ბურგერებით შემოიფარგლებოდა.
შედეგად 15 წლის ასაკში მას მხედველობის პრობლემები დაეწყო, რასაც მალევე დაემატა სმენის პრობლემა და ძვლების სისუსტე. ხოლო 2 წლის შემდეგ ის მთლიანად დაბრმავდა და სმენაც სრულებით დაკარგა.