რამდენიმე დღის წინ, შაკირამ ახალი სიმღერა გაავრცელა, სადაც ჟერარ პიკეს მიმართავს.
„მე შენთვის ზედმეტად კარგი ვარ, ახლა ვისთანაც ხარ, ზუსტად შენი დონისაა. როლექსი კასიოზე გაცვალა, ფერარი კი ტვინგოზე… ცოტა დრო ტვინის ვარჯიშსაც დაუთმე, მეზობლად დედამთილი დამიტოვე, კართან კი პრესა და დავალიანება“, – მღერის შაკირა.
აღსანიშნავია, რომ ჟერარ პიკე ყოფილი პარტნიორის არცერთ ფრაზას არ ტოვებს უპასუხოდ.
მან ჯერ „კასიოს“ საათი გაიკეთა და განაცხადა, რომ მისმა გუნდა ბრენდთან თანამშრომლობის ხელშეკრულება გააფორმა, სულ რამდენიმე საათის წინ კი სამსახურში „ტვინგოს“ ავტომობილით მივიდა. ჟერარი კამერაში ღიმილით იყურებოდა და შაკირას სიმღერაში ნახსენებ მანქანასთან თამამად პოზირებდა.
ჟერარ პიკე შაკირას საჯაროდ მასხრად იგდებს – მედია „პასუხის პასუხის“ მოლოდინში
„შაკირამ ყოფილ დედამთილს აივანზე ჯადოქარი გამოუფინა“ – დასავლური მედია