LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Ferrari, რომლითაც გზებზე გადაადგილება აკრძალულია, 2,4 მილიონ დოლარად გაიყიდა

104
1428x1428 (2)

აუქციონზე RM Sotheby’s დასრულდა უნიკალური სუპერქარის – Ferrari LaFerrari-ის გაყიდვა, რომელიც 2012 წელსაა აწყობილი. საბოლოო ფასი 2 425 000 დოლარი გახდა, მიუხედავად იმისა, რომ ავტომობილს თითქმის 55 000 კილომეტრი აქვს გავლილი და საჯარო გზებზე მისი ექსპლუატაცია აკრძალულია.

საქმე ისაა რომ ეს საკოლექციო ეგზემპლარია – სატესტო პროტოტიპი, რომელიც მარანელოს ქარხანაში მოდელის განვითარების პროცესში გამოიყენებოდა.

მანამდე გასაყიდად უკვე გამოჩენილა LaFerrari-ს სატესტო ნიმუშები, თუმცა მათი უმეტესობა მოდიფიცირებულ შასიზე იყო აგებული, რომელიც Ferrari 458 Italia-ს ეკუთვნოდა. 

გაყიდული ეგზემპლარი, შასის კოდით Proto F150-P2, კონსტრუქციით, დიზაინითა და ინტერიერის არქიტექტურით ბევრად უფრო ახლოს დგას სერიულ LaFerrari-სთან.

სატესტო ავტომობილს აქვს არასტანდარტული 6,2 ლიტრიანი V12 ძრავი ელექტრული დანამატის გარეშე. სიმძლავრე ოფიციალურად არ სახელდება, თუმცა სერიულ LaFerrari-ზე ეს ძრავი დაახლოებით 780 ცხენის ძალას გამოიმუშავებდა. გარდა ამისა, სუპერქარი აღჭურვილია არასტანდარტული საჭით, ხოლო სალონში შემორჩენილია ის მოწყობილობებიც, რომლებსაც Ferrari-ს ინჟინრები ტესტირებისას იყენებდნენ.

პროტოტიპი დღემდე კამუფლაჟის ფირითაა დაფარული, თუმცა თანდართული სერტიფიკატის მიხედვით, მის ქვეშ წითელი ფერის ძარა იმალება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები