ფინანსური სირთულეები და პრობლემები სამსახურში – ადამიანებში მეტ სტრესს იწვევს, ვიდრე ახლობელი ადამიანის სიკვდილი ან განქორწინება. ამის შესახებ მალტის უნივერსიტეტის მეცნიერების უახლეს კვლევაშია ნათქვამი.
სპეციალისტებმა ჩაატარეს გამოკითხვა, რომლის მონაწილეებსაც სტრესის დონის განსაზღვრა 21 სიტუაციის დროს სთხოვეს. მათ შორის იყო – გამოცდაზე ჩაჭრა, ბულინგი, პრობლემები სამსახურში, განშორება, მუცლის მოშლა, ახლობელი ადამიანის სიკვდილი, ავადმყოფ ნათესავზე ზრუნვა, ოჯახის წევრების მხრიდან სასტიკი მოპყრობა, სექსუალური ძალადობა და ფინანსური პრობლემები.
ყველაზე სტრესული განცდების სიაში ფინანსური პრობლემები უდაო ლიდერი აღმოჩნდა. ამ პრობლემას რესპონდენტთა 17% გადასწყდომია. მათმა 68%-მა სტრესის დონეს „ძალიან მაღალი“ უწოდა, ხოლო 49%-მა განაცხადა, რომ ამ სიტუაციამ მათ ფსიქოლოგიური სირთულეები მოუტანა.
სამსახურში პრობლემები რესპონდენტთა 13%-ს გამოუცდია. 60%-მა განაცხადა, რომ სტრესის დონე ძალიან მაღალი იყო, ხოლო 48% ფსიქოლოგიურ პრობლემებსაც გადააწყდა.
ტრავმული სიტუაცია, რომელიც ადამიანთა უმრავლესობას გამოუცდია, საყვარელი ადამიანის სიკვდილია. მეორე ადგილს კი მძიმედ დაავადებული ახლობლის მოვლა იკავებს.
რესპონდენტთა 17%-ს განშორება ან განქორწინება გამოუცდია და 41%-ის ეს ყველაფერი ძალიან სტრესული იყო.