LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფინეთში პანდემიური ეპოქის ემოციების მუზეუმი გაიხსნა

39
39-6898305ee784a547e97

ფინეთში თანამედროვე ემოციების ონლაინ-მუზეუმი გაიხსნა. საგამოფენო სივრცის ვირტუალური ექსპოზიცია დამთვალიერებელს საშუალებას მისცემს, რომ Covid 19-ის პანდემიასთან დაკავშირებით ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენების მთხრობელთა ემოციები გაიზიაროს (მაგალითად, კონცერტების გაუქმება, ტუალეტის ქაღალდის კრიზისი ან „დისტანციურ რეჟიმზე“ გადასვლა).

ექსპოზიცია ფინეთის მოქალაქეთა მიერ დაწერილ სტატიებს მოიცავს (არის ასევე აუდიო ვერსიები ინგლისურ ენაზე). ამ სტატიებში ადგილობრივები ცხოვრების ჩვეული რიტმის ცვლილების პირად გამოცდილებაზე ჰყვებიან. ყველა ნაშრომს თან თემატური სტატისტიკა და ფოტოები ახლავს.

მუზეუმის ვიზიტორებს შესაძლებლობა მიეცემათ, რომ „ემოციების კოლექცია“ თავადაც შეავსონ. ამისათვის ყველა სტატიას ინტერაქტიური სექცია აქვს მიმაგრებული, სადაც საკუთარი ემოციების აღწერას ყველა შეძლებს.

ონლაინ-ექსკურსიის დასრულების შემდეგ მომხმარებლებს სთავაზობენ დაუწერონ წერილი საკუთარ თავს მომავალში. ამ წერილებში ამჟამინდელი ემოციების აღწერა და სამომავლო იმედების გაზიარება იქნება შესაძლებელი. წერილს მუზეუმი მითითებულ მისამართზე, ერთ თვეში, სამ თვეში ანდაც ერთ წელში გაგზავნის. სასურველ თარიღს წერილის ავტორი თავად აირჩევს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები