30 იანვარს, ლოს-ანჯელესის ხანძრების შედეგად დაზარალებულთათვის, საქველმოქმედო კონცერტი – FireAID გაიმართება. კონცერტი ერთდროულად კალიფორნიის შტატის ქალაქ ინგლვუდში მდებარე ორ არენაზე, Intuit Dome და Kia Forum ჩატარდება. გაყიდული ბილეთების თანხა სრულად მოხმარდება დამანგრეველი ბუნებრივი კატასტროფის შედეგად საცხოვრებელი სახლებისა და სხვა საჭიროებების გარეშე დარჩენილ მოსახლეობას.
ღონისძიებაში მონაწილეობას ისეთი არტისტები და ბენდები მიიღებენ, როგორებიც: ლედი გაგა, ბილი აილიში, ფინეასი, კეტი პერი, ჯელი როლი, გვენ სტეფანი, როდ სტიუარტი, სტივი ნიქსი, სტინგი, დეივ მეთიუსი, ჯონ მეიერი, გრეისი აბრამსი, ჯონი მიტჩელი, ლილ ბეიბი, პინკი, სტივენ სტილსი, ტეიტ მაკრეი, Red Hot Chili Peppers, Earth, Wind and Fire და Green Day.
ცნობისთვის, კალიფორნიის შტატის ისტორიაში ლოს-ანჯელესის ოლქში ტყეებიდან დაწყებული მასშტაბური ხანძარი, ყველაზე გამანადგურებლად შეფასდა.