Ford-მა დააპატენტა ხმოვანი ასისტენტი მძღოლების უკუკავშირისთვის. კომპანიამ შექმნა სისტემა, რომელიც მომხმარებელთა შეფასებებს მოისმენს და შემდეგ მწარმოებელს გადასცემს. Ford ფიქრობს, რომ ეს დაეხმარება კლიენტებს და თავად კომპანიასაც, რომელიც ხარისხის კონტროლის კუთხით ბევრი წელია სერიოზულ პრობლემებს ებრძვის. გასულ წელს, მხოლოდ აშშ-ში ბრენდმა 62 უკან გამოწვევის კამპანია ჩაატარა და ეს კამპანიები საერთო ჯამში 4 მილიონზე მეტ ავტომობილს შეეხო.
ხმოვანი საჩივრების შეგროვების პროცესი მულტიმედიურ სისტემაში ინტეგრირდება. ამასთან, Ford პირობას დებს რომ საუბრების მოსმენას არ დაიწყებს და მეპატრონის თანხმობის გარეშე საჩივრების ტრანსლირებაც არ იქნება ნებადართული.
ჩანაწერები შეინახება როგორც ხმოვანი შეტყობინების ასევე ტექსტის სახით, შემდეგ კი სპეციალურ ალგორითმში გადამუშავდება. შემდეგ ყველა საჩივარი შესაბამის კატეგორიებში დაჯგუფდება.