LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Ford-მა GM-მა და Toyota-მ ტრამპის ინაუგურაციისთვის მილიონ-მილიონი დოლარი დადეს

109
Ford-მა GM-მა და Toyota-მ ტრამპის ინაუგურაციისთვის მილიონ-მილიონი დოლარი დადეს

Ford-მა, GM-მა და Toyota-მ ტრამპის ინაუგურაციისთვის თითო მილიონი დოლარი გამოყვეს. საავტომობილო კორპორაციებმა დაადასტურეს, რომ ისინი აშშ-ს 47-ე პრეზიდენტის სპონსორთა სიაში არიან. იაპონური კონცერნები ღონისძიებას ფინანსურად დაუჭერენ მხარს, ხოლო ამერიკულმა ბრენდმა ცერემონიისთვის მანქანებიც გამოყო. ავტო სამყაროში ხელისუფლების ცვლილებას დიდი სიფრთხილით ეკიდებიან, რამეთუ ახალმა ადმინისტრაციამ მექსიკიდან და კანადიდან იმპორტზე დამატებითი გადასახადების დაწესება დააანონსა.

2017 წელს ტრამპის ინაუგურაცია დაახლოებით 107 მილიონი დოლარი დაჯდა, ხოლო ბაიდენის გაპრეზიდენტებას მხოლოდ 62 მილიონი მოხმარდა, რაც კორონავირუსის პანდემიას უკავშირდებოდა. ცერემონიისთვის ფულადი სახსრების შეწირვა დიდი ხანია ნორმადაა ქცეული და ინაუგურაციის სპონსორები როგორც წესი, დიდი კორპორაციები არიან ხოლმე, მაგალითად: წინა ინაუგურაციას Google, Microsoft, Boeing, Pfizer, AT&T და Uber აფინანსებდნენ.

Ford-ის გენერალური დირექტორი ჯიმ ფარლი დარწმუნებულია, რომ ტრამპის ადმინისტრაცია მათ წარმოებას ძალიან დაეხმარება და ასეთივე ოპტიმისტური განწყობა აქვს General Motors-საც.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები