LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Ford-ს ამერიკელი ქალისთვის 56 მილიონი დოლარის გადახდა მოუწევს, რატომ?

114
Ford-ს ამერიკელი ქალისთვის 56 მილიონი დოლარის გადახდა მოუწევს, რატომ

ამერიკელმა ქალმა Ford-ს სასამართლო მოუგო და თითქმის 57 მილიონიან კომპენსაციას მიიღებს. აშშ-ში ხმაურიანი პროცესი დასრულდა: კოლორადოს მკვიდრმა ლორელ ტომპსონმა ავტო გიგანტის წინააღმდეგ შეტანილი სარჩელი მოიგო. კონცერნს მისთვის 56 575 000 დოლარის გადახდა მოუწევს, დამატებით კიდევ 45 მილიონი დოლარი კი სახელმწიფოს სასარგებლოდ გადახდილი ჯარიმა იქნება. მთავრობამ დათვალა, რომ 2016 წელს ქალბატონი ტომპსონის მიერ მიღებულ სერიოზული ტრავმებისთვის პასუხი სწორედ ავტომწარმოებელმა უნდა აგოს.

ინციდენტი 2016 წლის 27 დეკემბერს მოხდა. 1998 წლის Ford Expedition-იდან გადმოსულ ქალს ფეხი აუსრიალდა და დაეცა, რა დროსაც მანქანა უკან დაგორდა და მას ფეხზე გადაუარა.

მოსარჩელე ამტკიცებდა, რომ შემთხვევა ავტომობილის ქარხნულ დეფექტს უკავშირდებოდა, რასაც მწარმოებელი რა თქმა უნდა, უარყოფდა.

პროცესი რამდენიმე წელი გაგრძელდა და ლორელმა თავისი სიმართლის დამტკიცება ბოლოს მაინც შეძლო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები