ვარსკვლავური მშობლების, ბრედ პიტისა და ანჯელინა ჯოლის 16 წლის ქალიშვილის, შაილოს მიმართ საზოგადოების ინტერესი დიდია, თუმცა გოგონა ხშირად არ ხვდება პაპარაცების ობიექტივში. რამდენიმე საათის წინ, შაილოს უახლესი ფოტოები გავრცელდა, რაც გარჩევის საგნად იქცა.
საქმე ისაა, რომ 16 წლის გოგონა ლოს-ანჯელესის ქუჩებში მარტო, დაცვის გარეშე გადაადგილდებოდა და მეტიც, ის საჭეს თავად მართავდა.
რაც შეეხება მის ჩაცმის სტილს. შაილოს შავი სპორტული ორეული ეცვა, რომელსაც წითელი სპორტული ფეხსაცმელი შეუხამა.