LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბურგერებმა და დონატებმა შედეგი გამოიღო – ბენ აფლეკი წონას ვეღარ აკონტროლებს

179
page

ბენ აფლეკს საოცრად უყვარს სწრაფი კვების ობიექტები, მას განსაკუთრებული დამოკიდებულება ბურგერებისა და დონატების მიმართა აქვს. 50 წლის მსახიობი არაერთხელ გადაუღიათ ჭამის პროცესში და როგორც ჩანს სწრაფმა კვებამ თავისი შედეგი გამოიღო.

აფლეკი ლოს-ანჯელესში „მაკდონალდსის“ ბურგერებით ხელში გადაიღეს. ასევე  ვრცელდება ახალი ფოტოებიც, სადაც ბენი წონაში საგრძნობლად არის მომატებული.

„ბენ აფლეკისა და დანქინ დონათსის მარადიული ლავ სთორი“ – ეს ფოტოები არ უნდა გამოტოვოთ

რეკლამა ან ოფიციალური შეხვედრა არ გეგონოთ, „დანქინში“ ყავის დასალევად გამოიპრანჭა – ბენ აფლეკი კვლავ დონატებს მიეძალა

როგორც ჩანს, არაჯანსაღი კვება და წონის კონტროლი თავად ბენისთვისაც მტკივნეული საკითხია. ის დრიუ ბერიმორის შოუში იყო მიწვეული, სადაც საყვარელი ქალის შესახებ აღტაცებით ისაუბრა. ბენი ამბობს, რომ ჯეი ლო ყველაფერს ჭამს და მაინც ინარჩუნებს სხეულის იდეალურ პარამეტრებს.

„ის ყველაფერს ჭამს, ჭამს ტონას, ნაყინსაც კი და მაინც, მსოფლიოში ყველაზე გასაოცარ ქალად რჩება“, – აცხადებს ბენი.

„ჭამს ტონას, ჭამს ყველაფერს და მაინც მსოფლიოში ყველაზე გასაოცარ ქალად რჩება“ – ბენ აფლეკი ჯეი ლოს სრულყოფილ ფორმებზე ალაპარაკდა

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები