საზოგადოებისთვის სიახლეს არ წარმოადგენს ის ფაქტი, რომ 50 წლის ბენ აფლეკი „დანქინ დონათსის“ დიდი მოყვარულია. ის პაპარაცებს არაერთხელ გადაუღიათ აღნიშნული კვების ობიექტში. სულ ცოტა ხნის წინ ბენი ბოსტონის ქუჩებში დონატებს მადიანად მიირთმევდა. რამდენიმე საათის შემდეგ კი ის დანქინის სარეკლამო რგოლში გადაღების დროს დააფიქსირეს.
ცხადია, ბენზე უკეთ დანქინს ვერავინ გაარეკლამებს. ბენი დიდი ენთუზიაზმით ემსახურებოდა მყიდველებს „დანქინ დრაივზე“ და მათ შარმიანად უღიმოდა, იქვე იყო მისი მეუღლე, ჯეი ლოც.
„ბენ აფლეკისა და დანქინ დონათსის მარადიული ლავ სთორი“, „როგორ უღიმის“,„უმაგრესი ფოტოებია“, – წერენ კომენტარებში.
აფლეკი ორ სიყვარულთან ერთად – ბენი ჯანსაღი საკვების ქომაგ ჯეი ლოს დონატებით კვებავს