53 წლის ჯეი ლო ჯანსაღი საკვების დიდი ქომაგია, თუმცა არის მომენტები, როცა საყვარელი მამაკაცის, საყვარელ საკვებზე უარს ვერ ამბობს. საუბარია „დანქინის“ დონატებზე, რომელიც 50 წლის ბენის საყვარელი წასახემსებელი საშუალებაა.
„ბენიფერი“ შვილებთან ერთად ლოს-ანჯელესის „დანქინს“ ეწვია და გემრიელადაც ივახშმა, მათ თან ჯეი ლოს 14 წლის ვაჟი მაქსი, ბენის 10 წლის შვილი, სემი ახლდათ.
ჯენიფერს თეთრი სპორტულები ეცვა და შავ თეთრ ფერებში გადაწყვეტილი ჟაკეტი ამშვენებდა, ბენი კი ლურჯ, კუბოკრულ პერანგსა და ამავე ფერის პიჯაკში იყო გამოწყობილი.
დონატები და მხურვალე კოცნა – აი ასე უპასუხა „ბენიფერმა“ მოარულ ჭორებს