დიახ, ჯენიფერ ლოპესისა და ბენ აფლეკის თაფლობის თვე კვლავ გრძელდება. მართალია ახლა ორივე საქმით არის დაკავებული, თუმცა ეს მათ ხელს არ უშლით, ბედნიერები იყვნენ და დრო ერთად გაატარონ.
ჯეი ლომ „ინსტაგრამზე“ ფოტოების სერია გაავრცელა, სადაც intimissimi-ს ბრენდის შავი და თეთრი პიკანტური თეთრეულით პოზირებს. 53 წლის ჯენიფერი მართლაც შეუდარებლად გამოიყურება.
„ბედნიერი უქმეები“, – ასე დაასათაურა ფოტოების სერია ლოპესმა.
მან გამომწერებისგან მილიონობით ქათინაური დაიმსახურა.
„დილა, ვნებიანი ღამის შემდეგ“, „დაუსრულებელი თაფლობის თვის ბრალია“, „ბენის დამსახურებაა“, „შეუდარებლად გამოიყურება“, – წერენ კომენტარებში.
ჯეი ლო და ბენ აფლეკი ღალატის შემთხვევაში ერთმანეთს 5 მილიონ დოლარს გადაუხდიან