LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩაეხუტე მათ, ვინც გიყვართ“, – ჯეი ლოსა და ალექს როდრიგესის შავ-თეთრი ფოტოსესია

198
safe-image

50 წლის მსახიობი და მომღერალი, ჯენიფერ ლოპესი სოციალურ ქსელში საკმაოდ აქტიურია და თავის გულშემატკივრებს ფოტოებითა და ვიდეოებით ხშირად ანებივრებს.

ამჯერად საზოგადოების ყურადღების ცენტრში ჯეი ლოსა და მისი საქმროს, ალექს როდრიგესის შავ-თეთრი ფოტოები მოექცა, რომელიც წყვილმა „ინსტაგრამზე“ გაავრცელა.

ჩახუტებული წყვილი ,,ნიუ-იორკ თაიმსს” კითხულობს, რომლის გარეკანზეც covid-19-ის სტატისტიკაა აღბეჭდილი.

„როდესაც სათაური ასეთია, ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრად ჩაეხუტო მათ, ვინც გიყვარს“ – ასე დაასათაურა ფოტოები ვარსკვლავმა.

ალექს რიდრიგესმა კი თავის „ინსტაგრამზე“ ფოტო გაავრცელა, სადაც მას ლოპესის მხარზე სძინავს.

https://www.instagram.com/p/CAS_r7Sppya/

https://www.instagram.com/p/CATAYx5geoK/

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები