LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Chromebook-ს ეკრანის დროის განსაზღვრის ფუნქცია დაემატა

dims

Google-მა Chromebook-ს ახალი  ფუნქცია დაამატა, რომლითაც მშობლები და მასწავლებლები ბავშვების ლეპტოპებთან ჯდომის დროს განსაზღვრავენ.

სიახლის საშუალებით, უფროსებს შესაძლებლობა აქვთ ახალგაზრდებისთვის აკრძალული ვებგვერდების ჩამონათვალი დაამატონ, ასევე შეზღუდონ პროგრამების ყიდვა აპლიკაციების ბაზიდან და დამალონ ზოგიერთი აპლიკაცია.

მასწავლებლები ახალი ფუნქციით გამოცდის დროის ამოწურვისას, მოსწავლეებს ლეპტოპების ეკრანს დაუბლოკავენ.

საინტერესოა, რომ ახალი სისტემა მშობლებს საშუალებას მისცემს გაეცნონ იმ მონაცემებს, თუ რა დროით და რომელ აპლიკაციას იყენებდა თავისი შვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები