ცნობილი ხდება, რომ ბრუკლინ ბექჰემი და ნიკოლა პელტცი მეორე ქორწილის გადახდას აპირებენ. მათ ქორწილი ქორწინების ერთი წლის თავზე დაგეგმეს და ის უფრო თანამედროვე და ამავე დროს უფრო მასშტაბური იქნება. ინსაიდერების ცნობით, პელტცი უკმაყოფილოა იმ ფოტოებითაც, რომელიც მას ქორწილიდან შემორჩა, რადგან მას ის დაძაბული წუთები ახსენებს, რომელიც მან გადაიტანა.
შეგახსენებთ, რომ საქმე ეხება ვიქტორია ბექჰემისა და ნიკოლა პელტცის მწვავე დაპირისპირებას, როცა პელტცმა უარი თქვა დედამთილის მიერ შექმნილი საქორწილო კაბის ჩაცმაზე. მას შემდეგ ბექჰემებსა და პელტცს შორის ურთიერთობა უკიდურესად დაძაბულია.
ვიქტორია ბექჰემი ვაჟსა და რძალზე მორიგ კომენტარს აკეთებს