რიანა და მისი საქმრო, A$AP Rocky მეორე შვილს ელოდებიან. ინფორმაცია რამდენიმე დღის წინ „სუპერ ბოულიზე“ რიანას ტრიუმფალური პერფორმანსის დროს დადასტურდა. ახლახან კი „ვოგის“ ინტერვიუ გავრცელდა, სადაც 34 წლის არტისტმა განაცხადა, რომ მათ შვილისთვის ძიძა არ აუყვანიათ და 9 თვის ვაჟს თავად ზრდიან.
„უზარმაზარ სახლში მხოლოდ ჩვენ ვიყავით, მე ასაპი და ჩვენი შვილი. ჩვენ შვილისთვის ძიძა არ აგვიყვანია და თავად ვუმკლავდებით ყველაფერს“, – აცხადებს რირი.
სხვათა შორის, სულ ცოტა ხნის წინ „სუპერ ბოულიზე“ ტრიუმფალური გამოჩენის შემდეგ რიანა პირველად გადაიღეს. ის სანტა-მონიკას ქუჩებში დააფიქსირეს. ბარბადოსელი ლამაზმანი ბრწყინვალედ გამოიყურებოდა ჯინსის შარვალში, ჭრელო ტოპსა და უზარმაზარ ყავისფერ ქურქში.
ვიდეო: რიანა კვლავ ორსულადა – ვარსკვლავმა Super Bowl-ზე მუცელი გამოაჩინა და ფურორი მოახდინა
რიანა სიმღერისთვის Lift Me Up „ოსკარზე“ პირველად არის ნომინირებული