რამდენიმე დღის წინ ლოს-ანჯელესში კომედიური დრამის, „ბაბილონის“ პრემიერა შედგა, სადაც მთავარ როლებს ბრედ პიტი და მარგო რობი ასრულებენ. მალევე გავრცელდა რობის ინტერვიუ, რომელშიც მან განაცხადა, რომ შანსი ხელიდან არ გაუშვა და ბრედ პიტს აკოცა, ისე რომ ეს სცენარით გათვალისწინებული სულაც არ ყოფილა.
ამავე თემაზე ისაუბრეს ვარსკვლავებმა ცოტა ხნის წინ ერთ-ერთ ინტერვიუში. როგორც გაირკვა, კოცნის იდეა ბრედს ეკუთვნოდა.
„ეს ჩემი იდეა იყო, ეს იმიტომ გავაკეთე, რათა რეჟისორს ჩვენი ვნებიანი კოცნა ენახა და შემდგომ სცენარში დაემატებინა, თუმცა მიზანს ვერ მივაღწიე“, – სიცილით ამბობს ბრედი.
„იდეალური წყვილი“ – მარგო რობი და ბრედ პიტი წითელ ხალიჩაზე ცეცხლს ანთებენ