67 წლის მსახიობი, ბრიუს უილისის შემაშფოთებელმა დიაგნოზმა მთელი მსოფლიო დაამწუხრა. მას კოგნიტური დარღვევები აღენიშნება. „აფაზიის“ დიაგნოზის შემდეგ უილისს უამრავი კოლეგა და მეგობარი უჭერს მხარს.
ბრიუს უილისის დუბლიორი ყვება, როგორ იცვლებოდა მსახიობის ქცევა მეტყველების დარღვევის დიაგნოზამდე
ამჯერად ემოციური პოსტი ბრიუსის ყოფილმა მეუღლემ, დემი მურმა გაავრცელა, რომელსაც თან უილისის ფოტო ერთვის.
„გვსურდა გაგვეზიარებინა თქვენთვის, რომ ჩვენს საყვარელ ბრიუსს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს და ახლახან დაუსვეს აფაზიის დიაგნოზი, რაც გავლენას ახდენს მის კოგნიტურ შესაძლებლობებზე. ის შორდება კარიერას, რომელიც მისთვის ძალიან ბევრს ნიშნავდა. ეს არის ძალიან მძიმე დრო ჩვენი ოჯახისთვის და ჩვენ ძალიან მადლობელი ვართ თქვენი სიყვარულის, თანაგრძნობისა და მხარდაჭერისთვის. გვინდა ჩავრთოთ მისი თაყვანისმცემლები, რადგან ვიცით, რამდენს ნიშნავს ის თქვენთვის, როგორც თქვენ ნიშნავთ მისთვის. ბრიუსი ამბობს ხოლმე – “იცხოვრე” და ჩვენ სწორედ ამას გავაკეთებთ. სიყვარულით: ემა, დემი, რუმერი, სკაუტი, ტალულა, მეიბელი და ეველინი”, – ნათქვამია „ინსტაგრამ“ პოსტში.
დემენციის დიაგნოზის შემდეგ პირველი ფოტო – ასე მიულოცა დემი მურმა ბრიუს უილისს 67-ე დაბადების დღე