გასული უქმეები ჯენიფერ ლოპესისა და ბენ აფლეკისთვის საკმაოდ მრავალფეროვანი აღმოჩნდა, ისინი ბენის ახალი ფილმის, „უკანასკნელი დუელის“ პრემიერაზე იმყოფებოდნენ, მანამდე კი წყვილი ვნებიანი ღამის შემდეგ სასტუმროდან გამოსვლის დროს გადაიღეს.
ფოტო: „ბენიფერი“ ვნებიანი ღამის შემდეგ სასტუმროდან გამოსვლის დროს გადაიღეს
„უიქენდზე“ ჯეი ლომ არჩევანი ყავისფერ ფერებზე შეაჩერა. მას სხეულზე მომდგარი ტოპი და ჩახსნილი ქვედაბოლო ამშვენებდა. წითელ ხალიჩაზე წყვილი ემოციებს კვლავ ვერ მალავდა, ისინი ერთმანეთს უღიმოდნენ და კოცნიდნენ. ფოტოები ინტერნეტსივრცეს ვირუსულად მოედო, საზოგადოების აღფრთოვანება განსაკუთრებულად იმ ფოტომ მიიქცია, სადაც 52 ჯეი ლო საყვარელი მამაკაცის კოცნის და სახეს „კლატჩით“ იფარავს.
„დასამალი აღარაფერია“, „სიყვარულს ასხივებენ“, „საოცარი წყვილია“, – წერენ კომენტარებში
ჯეი ლო მკვლელის როლში – „ნეტფლიქსის“ ფილმის „დედა“ გადასაღები მოედნიდან პირველი ფოტოები გავრცელდა