LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: რიანას ერთი ჩვეულებრივი დღე ,,ჰარპერ ბაზარის” ობიექტივში

216
page

კორონავირუსის პანდემიის დროს, უამრავმა გამომცემლობამ შეწყვიტა მუშაობა, თუმცა, მაინც მოიძებნებიან ისეთი ჟურნალები, რომლებმაც ეპიდსიტუაცია საკმაოდ საინტერესოდ გამოიყენეს.

საუბარია ,,ჰარპერ ბაზარიზე“. გამომცემლობამ გადაწყვიტა, ვარსკვლავების ერთი ჩვეულებრივი დღე აღებეჭდა და საზოგადოებისთვის გაეზიარებინა. აღნიშნულ ფოტოპროექტში, ბარბადოსელი ლამაზამანი, რიანა მოხვდა. მან შესანიშნავად გაართვა თავი დაკისრებულ მოვალეობას და მშვენივრად შეუთავსა ერთმანეთს ყოველდღიურობა კარანტინის დროს და გლამური.

32 წლის ვარსკვლავს ხან ნაგავი გააქვს, ხანაც ნათურას ცვლის, მოკლედ ფოტოები საკმაოდ საინტერესო გამოვდა.

შეგახსენებთ, სულ ცოტა ხნის წინ, 9 „გრემის“ მფლობელმა მომღერალმა  გამოცემა Entertainment Tonight-თან ინტერვიუში მომავალი ალბომის შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ ნამუშევარი აუცილებლად გამოიცემა და ის თაყვანისმცემლებს საოცრად მოეწონებათ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები