LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: „ურიგო არ იქნებოდა, შვილის იმიჯზეც გეზრუნა“ – ჯეი ლოს გამოჩენამ კრიტიკა დაიმსახურა

25197
page

ჯენიფერ ლოპესმა გასული უქმეები 13 წლის ქალიშვილს დაუთმო. პაპარაცებმა დედა-შვილი ორჯერ გადაიღეს. ჯეი ლო და ემმა ლოს-ანჯელესის ქუჩებში სეირნობდნენ და საყიდლებზეც იყვნენ.

ფოტო: ,,ერთმანეთი დაიბედეს” – ბენ აფლეკი და ჯეილ ლო ბედობას საყიდლებზე გადაიღეს 

ფოტო: სანამ ბენი საყვარელი ქალის შვილებს ართობს, ჯეი ლო სადედამთილოსთან ერთად შოპინგობს 

ჯენიფერი, როგორც ყოველთვის ბრწყინავდა საგულდაგულოდ შერჩეული „ლუქით“, მას ჯერ თეთრი, გრძელი ქვედაბოლო ეცვა, რომელსაც მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი და შავი როლინგი შეუხამა, შემდეგ კი თავისუფალი სტილის ჯინსის ქვედაბოლოთი და კრემისფერი ტოპით გამოჩნდა. ერთი სიტყვით, 52 წლის ლოპესი შეუდარებლად გამოიყურებოდა.

თუმცა, ვარსკვლავი საზოგადოების კრიტიკის ობიექტი მაინც გახდა, საქმე ისაა, რომ ინტერნეტსივრცეში ემმას ჩაცმულობას აკრიტიკებენ და ჯენიფერს მოუწოდებენ, უფრო ყურადღებით მიუდგეს თინეიჯერი ქალიშვილის ვიზუალს.

„ურიგო არ იქნებოდა, შვილის იმიჯზეც გეზრუნა“, „ემმას ჩაცმულობასაც მიაქციე ყურადღება“, – წერენ კომენტარებში

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები