ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ჯენიფერ ლოპესის სახელმა არაერთხელ გაიჟღერა მსოფლიო შოუბიზნესის სივრცეში. ვარსკვლავმა ახალი ალბომი დააანონსა, გავრცელდა მის საოცრად საინტერესო ინტერვიუ და ასევე, გამოცემა „ვოგი“ მასთან სახლში სტუმრადაც იმყოფებოდა.
ამჯერად კი 53 წლის ჯეი ლო პაპარაცების ობიექტივში მოხვდა, როდესაც ლოს-ანჯელესის ქუჩებში მარტო, საყიდლებზე მიემართებოდა. ის როგორც ყოველთვის საოცრად გემოვნებიანად იყო შემოსილი. მას ყავისფერი, თავისუფალი სტილის შარვალი ეცვა, რომელსაც ჯენიფერმა თეთრი პერანგი და შავი მანტო შეუხამა, მის დახვეწილ „ლუქს“ კი „ლუიო ვიტონის“ ჩანთა ასრულებდა.
ვიდეო: „მივხვდით, რომ ერთმანეთზე ვგიჟდებოდით“- ჯეი ლოს ახალი ინტერვიუ ბენ აფლეკს ეძღვნება