რამდენიმე თვის წინ, რეალითი შოუს ვარსკვლავი, კიმ კარდაშიანი და კომიკოსი, პიტ დევიდსონი 9 თვიანი ურთიერთობის შემდეგ ერთმანეთს დაშორდნენ. ამის ინიციატორი თავად კიმი გახლდათ, რომელმაც დევიდსონთან სასიყვარულო კავშირი მისი „უმწიფრობის“ გამო გაწყვიტა.
„ის უმწიფარია“ – კიმ კარდაშიანი და პიტ დევიდსონი 9 თვიანი ურთიერთობის შემდეგ დაშორდნენ
ახლა კი ცნობილი გახდა, რომ წყვილმა ურთიერთობა აღადგინა, მათ მიმოწერა განაახლეს. ეს ყველაფერი კიმმა კი ყოფილ ქმართან, კანიე უესტთან დაძაბული ურთიერთობის გამო გააკეთა.
„პიტი ერთ-ერთი იყო, ვინც კიმს ყოფილ ქმართან კონფლიქტის დროს მას მხარი დაუჭირა. რამდენიმე კვირაში კიმსა და პიტს შორის ურთიერთობა კიდევ უფრო დათბა. დევიდსონი კვლავ ზრუნავს მასზე“, – აცხადებს ინსაიდერი.
გაიცანით კანიე უესტის ახალი გოგო, რომელიც მის ყველა წინამორბედს ჯობია