LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრემიერა: გლამური და მარადიული ახალგაზრდობა – ჯეი ლო კლიპს ავრცელებს

315
page

ჯენიფერ ლოპესმა მომავალი ფილმიდან „დაქორწინდი ჩემზე“ კლიპი გაავრცელა. სიმღერა, On My Way მელოდრამის საუნდტრეკია, სადაც 52 წლის ჯეი ლოს პარტნიორობას მალუმა და ოუენ უილსონი უწევენ.

ჯეი ლო, მალუმა და ოუენ უილსონი – ფილმის „დაქორწინდი ჩემზე“ პირველი თრეილერი გავრცელდა

კლიპი საოცრად შთამბეჭდავია, ის ბრუკლინის ხიდზეა გადაღებული, ჯეი ლო კი როგორც ყოველთვის შეუდარებლად გამოიყურება. მან არაერთი ბრწყინვალე იმიჯი მოირგო და კიდევ ერთხელ დაიმსახურა საზოგადოების აღფრთოვანება.

„ძალიან აღელვებული ვარ, ფილმი 1 თებერვალს გამოვა. იმედია, სიმღერაც და კლიპიც ისე შეგიყვარდებათ, როგორც ის მე მიყვარს“, – წერს ლოპესი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები