ვარსკვლავური მშობლების, ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტის 16 წლის ქალიშვილი, შაილო, საოცრად ნიჭიერი გოგონაა. ის უკვე წლებია ქორეოგრაფიით არის გატაცებული და შესანიშნავად ცეკვავს. ახლახან, ინტერნეტსივრცე გოგონას ცეკვის ვიდეომ დაიპყრო. ის ლას-ვეგასში მდებარე Doja Cat-ის საცეკვავო სტუდიაში, „ლიზოს“ სიმღერაზე, About Damn Time ენერგიულად ცეკვავს.
შაილოს შავი ორეული აცვია, ზედაზე Beatles აწერია, ფეხზე კი Vans-ის სპორტული ფეხსაცმელი აცვია.
„შაილოს ცეკვა ძალიან უყვარს და საცეკვაო სტუდიაში უკვე წლებია დადის. მას იქ უამრავი მეგობარი ჰყავს, მისი ქორეოგრაფიის მასწავლებელი აღფრთოვანებულია მისი ნიჭით და აცხადებს, რომ გოგონას შესაძლებლობებს საზღვარი არ აქვს“, – ამბობს ინსაიდერი.
ფოტო: ტრანსფორმაცია – შაილო ჯოლი-პიტი – გოგონა, რომელიც პოპულარული ჯერ კიდევ დაბადებამდე გახდა
ფოტო: შაილომ ძველი სტილი დაიბრუნა და წითელ ხალიჩაზე H&M-ის დახეული ჯინსით გამოჩნდა
https://www.youtube.com/watch?v=pnDBtOdXYbg