პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ჰოლივუდური წყვილის პირველი შვილი ჯერ კიდევ დაბადებამდე გახდა პოპულარული. შაილო ჯოლი-პიტმა ორივე მშობლის არნახული მსგავსებით, საზოგადოების ყურადღება მრავალჯერ მიიპყრო.
შაილო ჯოლი-პიტი – გოგონა ორივე მშობლებს თანაბრად ჰგავს – ფოტოკოლაჟი
ბრედ პიტისა და ანჯელინა ჯოლის პირველი ქალიშვილი წლების მატებასთან ერთად საკუთარ ინდივიდუალიზმს ავლენდა.
9 წლის იყო, როდესაც განაცხადა, რომ სურდა ბიჭი ყოფილიყო და ჩაცმულობითაც ბიჭურად იცვამდა. როგორც ჩანს, ამის წინააღმდეგნი არც მისი ვარსკვლავი მშობლები იყვნენ. წითელ ხალიჩასა თუ ყოველდღიურ ცხოვრებაში შაილო ტანისამოსს თავად არჩევდა.
გავიდა წლები, გოგონა გაიზარდა და „მარადიულების“ მსოფლიო პრემიერაზე რადიკალურად გარდაქმნილი იმიჯით გამოჩნდა. მან წითელ ხალიჩაზე არაერთი დახვეწილი, ქალური იმიჯი მოირგო და საზოგადოების აღფრთოვანებაც დაიმსახურა.
მსოფლიო ფურორის შემდეგ, შაილოს მიმართ ინტერესი ერთი ორადაა გაზრდილი. პაპარაცები მის თითოეულ ნაბიჯს ადევნებენ თვალს. ტაბლოიდები კი აღტაცებულები წერენ შაილოს საოცარი ვიზუალის შესახებ.
ფოტო: შაილო ანჯელინას სულ უფრო მეტად ემსგავსება – ვარსკვლავური დედა-შვილის მორიგი გამოჩენა
ფოტო: მსუბუქი მაკიაჟი და დახვეწილი იმიჯი – 15 წლის შაილომ წითელ ხალიჩაზე დედის კაბით გაიბრწყინა
ფოტო: დედას ჰგავს თუ მამას? – 15 წლის შაილო პიტი წითელ ხალიჩაზე ბრწყინავს