LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტარანტინოს უკანასკნელ ფილმში მონაწილეობას ბრედ პიტი მიიღებს

181
page

როგორც ცნობილია, რეჟისორმა, კვენტინ ტარანტინომ თავისი უკანასკნელი ფილმისთვის სცენარი დაწერა. ტარანტინო რიგით მეათე ფილმზე მუშაობას იწყებს. მისი განცხადებით, ის რეჟისორის ამპლუაში დაბრუნებას აღარ გეგმავს. სურათის სახელია „კინოკრიტიკოსი“. ახლახან კი ცნობილი გახდა, რომ ფილმში მონაწილეობას ბრედ პიტი მიიღებს.

ფილმის სიუჟეტი 1970-იანი წლების ლოს-ანჯელესში ვითარდება, მთავარი გმირი კინოკრიტიკოსი, პოლინ კეილი იქნება. ფილმის გამოსვლა 2025 წლისთვის იგეგმება.

ცნობისთვის, ბრედსა და კვენტინს ერთად ორ ფილმზე აქვთ ნამუშევარი. პირველი გახლავთ 2009 წლის ფილმი, „უსახელო ნაბიჭვრები“, მეორე კი 2019 წლის კინოსურათი, „ერთხელ ჰოლივუდში“. ამ უკანასკნელისთვის ტარანტინომ და პიტმა „ოსკარის“ ჯილდოები დაიმსახურეს.

სცენარი დაწერილია – კვენტინ ტარანტინო ბოლო ფილმზე მუშაობას იწყებს

ოქროს ბიჭები „ოქროს გლობუსზე“ – ბრედ პიტისა და კვენტინ ტარანტინოს მხიარულება წითელ ხალიჩაზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები