LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უძილო ღამის შემდეგ – ანჯელინა ჯოლის სტუმრობის შემდეგ ჯონი ლი მილერი პაპარაცების ობიექტივში მოხვდა

811
Untitledtr

ცოტა ხნის წინ ანჯელინა ჯოლი ყოფილი მეუღლის, ჯონი ლი მილერის სახლის დატოვებისას დააფიქსირეს. მასთან სტუმრობისას ჯოლის ხელში ძვირადღირებული ღვინო ეჭირა. მან მილერის სახლი მისვლიდან 4 საათის შემდეგ დატოვა.

საბედისწერო დაბრუნებების სერია გრძელდება: ანჯელინა ჯოლი ყოფილი ქმარს სახლში ესტუმრა

ახლახანს კი ჯონი ლი მილერი ექს-მეუღლის სტუმრობიდან მეორე დღეს დააფიქსირეს. თუკი აქამდე მის მიმართ ტაბლოიდები ყურადღებას არ იჩენდნენ ახლა ის პაპარაცების ობიექტივში ხშირად მოხვდება.

„ისე გამოიყურება, როგორც უძილო ღამის შემდეგ“, – წერენ კომენტარებში.

ცნობისთვის, რამდენიმე თვის წინ „ვოგისთან“ ინტერვიუში 46 წლის ანჯელინამ განაცხადა, რომ ბრედ პიტის შემდეგ მას პირადი ცხოვრება არ გააჩნია.

„მე უკვე ძალიან დიდი ხანია მარტო ვარ“ – 45 წლის ანჯელინა ჯოლი პირად ცხოვრებაზე ალაპარაკდა

შეგახსენებთ, ჯოლიმ და მილერმა ერთმანეთი 1994 წელს ფილმის „ჰაკერები“ გადასაღებ მოედანზე გაიცნო და 1996 წელს დაქორწინდა. მათი ურთიერთობა  4 წელს გაგრძელდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები